20 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
"რუსთავი 2" დაგვხვდა ცარიელი ფინანსურად და ვალებით დახუნძლული" - ნიკა გვარამიას საქმეზე პაატა სალია გამოიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ნიკა გვარამიას კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი პაატა სალია გამოიკითხა. მას კითხვებს ნიკა გვარამია და მისი ინტერესების დამცველები უსვამდნენ. 

პროცესის დასრულების შემდეგ პაატა სალიამ საქმის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ მომენტშიც, როცა ის "რუსთავი2-ში" მივიდა, კომპანიის საბანკო ანგარიშების სალარო იყო ცარიელი.

"ჩემს განცხადებაში, რომელიც წარდგენილი იყო პროკურატურაში სამ გარემოებაზე იყო ძირითადად ყურადღება გამახვილებული. ეს განცხადება შედგენილი იყო ჩემი მისვლიდან რამდენიმე დღეში იმის გათვალისწინებით, რომ მე არც ილუზია მქონდა და არც მოლოდინი, რომ რაიმე ფორმით ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშთან ან ჩემთან ითანამშრომლებდა. მე ამის მცდელობა მქონდა 19-ში, მარტო მივედი გახსოვთ, მინდოდა ნიკასთან შეხვედრა და საუბარი, თუმცა მოაწყვეს შოუ.

ფინანსურ მცდელობა საუბრის მიმეღო ინფორმაცია, დაგვპირდა თითქოს, მაგრამ შემდგომ სატელეფონო ზარებზე ძირითადად გვპასუხობდა, რომ არაფერი არ იცოდა. აქედან გამომდინარე მე ვალდებულად ჩავთვალე თავი იმ გარემოებებიდან გამომდინარე რასაც ყურადღება მივაქციე, ეს იყო გარკვეულწილად შემოსავლების შემცირება წინა პერიოდთან დაკავშირებით, სარეკლამო შემოსავლებს ვგულისხმობ. ასევე ის, რომ სალაროს და საბანკო ანგარიშზე თანხები არ იყო. ასევე ძალიან დიდი ოდენობის გადასახადები იყო დაგროვილი. ამასთან დაკავშირებით პრევენციულად განცხადება გავაკეთე, თუ რაიმე განგრძობად დანაშაულს ადგილი ჰქონდა, ჩემი პასუხისმგებლობა არ დამდგარიყო. ჩემი ვარაუდები გარკვეულწილად დადასტურდა. 2015 წელსაც გვქონდა ჩვენ ვარაუდები და სწორედ ამიტომ ვითხოვდით დროებითი მმართველის შეყვანას კომპანიაში, რომ არ დაზარალებულიყო, დაგვხვდა მილიონობით ვალი კომპანიაში, ცარიელი კომპანია ფინანსურად და, შესაბამისად, ვალებით დახუნძლული. ამის გამო იყო ჩემი განცხადება წარდგენილი," - აღნიშნა პაატა სალიამ.

"რუსთავი 2- ის" ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებიან.

დღის ამბები