20 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
წავკისში წვეულებაზე ჯგუფურად გაუპატიურებული 19 წლის გოგოს გაუხმაურებელი ისტორია - "ერთმა დამიჭირა, ხოლო მეორე ძალადობდა..."

ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით საქართველოში ეგვიპტის მოქალაქეებს 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

როგორც აღმოჩნდა დანაშაული რამდენიმე თვის წინ მოხდა, თუმცა ამ დრომდე არ გახმაურებულა. საქმის მასალები დღეს "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა.

მათ შორის არის ჯგუფური ძალადობის მსხვერპლის: 19 წლის გოგოს ჩვენება. ის იმდენად მძიმეა, რომ "რუსთავი 2" თავს იკავებს ყველა დეტალის მოყოლისგან.

დაზარალებულიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 19 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა.

წავკისში წვეულების დროს გააუპატიურეს. ძალადობის კვალი მას სხეულზეც ეტყობა. გაუპატიურების შემდეგ ქალმა თვითმკვლელობა სცადა.

თუმცა მისი გადარჩენა თანამშრომლებმა მოახერხეს. დანაშაულის დროს წვეულებაზე ათეულობით ადამიანი იმყოფებოდა.

"ერთმა დამიჭირა მხრები და მკლავები, ხოლო მეორე ძალადობდა. ვგრძნობდი ძლიერ ტკივილს. შემდეგ ძალა იგივენაირად იხმარა მეორემ. ვუწევდი წინააღმდეგობას, მაგრამ შემდეგ ჩავვარდი შოკურ მდგომაროებაში, გავშეშდი და მთლიანად გავცივდი. 2 დღის მერე, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ წავედი სამსახურში და როდესაც მარტო დავრჩი ვცადე თვითმკვლელობა, მარცხენა ხელზე საკანცელარიო დანით გადავიჭერი ვენა, მაგრამ მალევე მეგობარმა მიპოვა და გადამარჩინა. ძალადობის შემდეგ დამეწყო შფოთვა, სიზმარში კოშმარები, რის შემდეგაც მეღვიძება და ვერ ვახერხებ დაძინებას, მეშინია ქუჩაში მარტო გასვლის და სახლშიც კი ვერ ვრჩები მარტო,"- ნათქვამია დაზარალებული ქალის ჩვენებაში.

ახლა უკვე მსჯავრდებული პირები, რომლებიც გისოსებს მიღმა ჯგუფური გაუპატიურებისთვის მოხვდნენ ეგვიპტის მოქალაქეები არიან. ისინი ბოლო 1 წლის განმავლობაში მსხვერპლის თანამშრომლები იყვნენ. დანაშაულს არ აღიარებენ და ახლა საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაბათილებას სააპელაციო სასამართლოს გზით აპირებენ. გადაწყვეტილება დაცვის მხარეს უკვე მიღებული აქვს. მსხვერპლი ძალადობის შემდეგ წამოვიდა სამსახურიდან და ტრაგედიიდან რამდენიმე თვეში დატოვა საქართველო.

დღის ამბები