სარჩელი არ დაკმაყოფილდა - "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში რჩება, თუმცა დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე დავას კვლავ განაგრძობენ.
ქიბარ ხალვაშს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ "რუსთავი 2-ის" საქმე სტრასბურგში მოიგო, სამაუწყებლო კომპანიის ყოფილი მფლობელები სტრასბურგშივე უჩივლებენ, თუმცა მანამდე დამფუძნებლებს ქართული მართლმსაჯულების კიდევ ორი ინსტანცია აქვთ გასავლელი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს "რუსთავი 2-ის" ამჟამინდელი მფლობელი, კეთილსინდისიერ შემძენად მიიჩნია და კომპანიის 60%-ის ყადაღა გააუქმა. მაგრამ იმის გამო, რომ მოსარჩელე მხარე დავას სხვა ინსტანციებში განაგრძობს ყადაღა მოხსნილად ვერ ჩაითვლება.
დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი 17 წლის წინ მომხდარ ფაქტებს ეხება, თუმცა სარჩელი სასამართლოში 2 წლის წინ შევიდა.