09 ოქტომბერი 2024,   02:21
ვრცლად
ერაყში აფეთქების შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბანი-საადში მომხდარი აფეთქების შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აფეთქება ხალხმრავალ ადგილას, ერთ-ერთ ბაზართან მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო განთავსებული. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. 

თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც მოსახლეობა მუსლიმურ დღესასწაულს - რამადანს აღნიშნავდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. 

ადგილობრივმა მთავრობამ მომხდარის გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და რამადანთან დაკავშირებული ღონისძიებები გააუქმა. 

 
დღის ამბები