09 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
გაერომ მალაიზიური ბოინგის კატასტროფაზე ტრიბუნალის შექმნასთან დაკავშირებით კენჭისყრა გადადო

გაეროს უშიშროების საბჭომ მალაიზიური ბოინგის კატასტროფაზე ტრიბუნალის შექმნასთან დაკავშირებით კენჭისყრა გადადო.

რეზოლუციის პროექტისთვის კენჭი სამშაბათს უნდა ეყარათ, თუმცა, დიპლომატების ცნობით, პროცესი ერთი კვირით გადავადდა.

უშიშროების საბჭოს სხდომაში იმ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც კატასტროფის მიზეზების გამოძიებაში არიან ჩართულები.

ტრიბუნალის შექმნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთი.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, საერთაშორისო გამოძიების დასრულებამდე ტრიბუნალის შექმნა ნაადრევია.

პეტრო პოროშენკომ თავის მხრივ განაცხადა, რომ მხოლოდ ის შეიძლება იყოს ტრიბუნალის იდეის წინააღმდეგ, ვინც კატასტროფაზეა პასუხისმგებელი.

 
დღის ამბები