09 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
ციპრასმა ის მინისტრები მოხსნა, რომლებიც საერთაშორისო შეთანხმების წინააღმდეგ წავიდნენ

ალექსის ციპრასმა ის მინისტრები მოხსნა, რომლებიც საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმების წინააღმდეგ წავიდნენ.

საბერძნეთის პრემიერმა თანამდებობიდან მთავრობის 9 წევრი გაათავისუფლა, მათ შორის მინისტრები და მათი მოადგილეები.

სამთავრობო ცვლილებების პარალელურად ევროზონის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა თანხმობა განაცხადეს გარდამავალ პერიოდში ათენისთვის 7 მილიარდი ევროს გამოყოფაზე.

ევროჯგუფმა მორიგი კრედიტი მას შემდეგ შეათანხმა, რაც საბერძნეთის პარლამენტმა რეფორმების პაკეტი დაამტკიცა, რომლებიც, კრედიტორების მოთხოვნის შესაბამისად, კანონმდებლებს ალექსის ციპრასმა წარუდგინა.

 
დღის ამბები