მიხეილ სააკაშვილი კვლავ გორის ჰოსპიტალში რჩება და მკურნალობას განაგრძობს. მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტი ისევ სტუმრებს იღებს - რამდენიმე წუთის წინ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ბუბა კიკაბიძე მივიდა.
"შევხვდი ვლადიმერ ზელენსკის და ვესაუბრე იმაზე, რომ მაგის მოქალაქეა" - აღნიშნა მომღერალმა და პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრმა
ბუბა კიკაბიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლამდე.