პირველი ციკლოტრონები საქართველოს დროშით - ბელგიაში, სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ წამყვან კომპანია "აი-ბი-ეი-ში" ციკლოტრონის ტიპის ორი ამაჩქარებელი უკვე ტესტირების ეტაპს გადის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბელგიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ტესტირების პროცესს საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარესთან და პროექტებისა და ოპერაციების დირექტორთან ერთად ადგილზე გაეცნო.
წარმატებული ტესტირების შემდეგ ციკლოტრონები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრში განთავსდება. პროექტის ღირებულება 40 მილიონ ევრომდეა და მას სრულად აფინანსებს ფონდი "ქართუ".