ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარში მამაკაცმა 4 ადამიანი დაჭრა, მათ შორის ყოფილი მეუღლე და 8 თვის ბავშვი. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.
როგორც ცნობილია, მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება - 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.