20 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
"ნაკლებობა არის პროფესიონალი მშენებლების" - ბაგრატის ტაძარში დაზიანების გამო წყალი რამდენიმე ადგილზე ჩადის

გელათის მსგავსად წყალი ჟონავს ბაგრატის ტაძარშიც - დაზიანების გამო წყალი რამდენიმე ადგილზე ჩადის, სველია ფასადის ქვა, ტენიანია კედლების ფრაგმენტები.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის განმარტებით, დაზიანება გელათისგან განსხვავებით დიდი არ არის, ტაძრის შიდა ნაწილი არ ზიანდება და წვიმის დროს გარე ფასადი სველდება. მისივე თქმით, ხარვეზებს სწავლობენ და აღდგენით სამუშაოებში სპეციალისტები ჩაერთვებიან.

"ქალბატონი თეა ბრძანდებოდა და ნახა წყლის კვალი და ჩვენც ვხედავთ. კიდევ კარგი, რომ ფრესკები არ არის. ეს ნიშნავს, რომ ნაკლებობა არის პროფესიონალი მშენებლების.

ძეგლთა დაცვის სააგენტო და კულტურის სამინისტრო მოამზადებს მშენებლებს და რესტავრატორებს, სერტიფიცირებული ხალხი იქნება. მხოლოდ ისინი დაიშვებიან მომავალში. შეცდომები ხდება, მაგრამ მთავარია გამოსწორება შეცდომის.

აქ დიდი არაფერია, უბრალოდ მინასთან გარედან, სარკმელთან უნდა ამოილესოს, დახრა უნდა ჰქონდეს სწორი, რომ წვიმის წყალი უკან არ ბრუნდებოდეს. იქ რთული არაფერია. რთულია უფრო გელათი," - განაცხადა სასულიერო პირმა.

დღის ამბები