თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დასასრულს უახლოვდება. ამჯერად კინოთეატრ "ამირანში" შვედი რეჟისორის, იოჰან სკუგის ფილმის "მოდის ჩვენება: გლადა ჰუდიკიდან ნიუ იორკამდე" ჩვენება იმართება.
ფილმის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების და დამოკიდებულების შეცვლა. ჩვენება შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.