ქობულეთში დაჭრილი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. როგორც "რუსთავი 2-ს" სასწრაფო დახმარების ექიმმა განუცხადა, კლინიკაში შეიყვანეს 3 დაჭრილი, რომლებსაც ცივი იარაღით ჭრილობები გულ-მკერდისა და ხელის არეში აქვთ მიყენებული.
შეგახსენებთ, შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ გვარაში დაახლოებით საათნახევრის წინ მოხდა. სისხლიანი დაპირისპირება სავარაუდოდ, ციტრუსის ჩაბარების დროს მომხდარ კინფლიქტს მოჰყვა.