ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე უკვე მესამე დღეა ტყვეობაშია. 40 წლის მამუკა ჩხიკვაძე საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ აიყვანა.
სოფელში ყვებიან, რომ ის რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი დედის საფლავზე იმყოფებოდა, რა დროსაც სავარაუდოდ გზა აებნა და ე.წ. საოკუპაციო ხაზთან მოხვდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონო დაკავების შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი.