02 მაისი 2024,   13:04
ვრცლად
სროლას ერთ-ერთ ბარში მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც - ინციდენტი სამხრეთ კაროლინას შტატში

შეერთებულ შტატებში სროლას 1ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 4 კი დაშავდა. კაროლინის შტატში, ქალაქ ჩარლსტონში, შეიარაღებულმა პირმა ერთ-ერთ ბარში გამთენიისას გაისროლა.

დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ.

სავარაუდო თავდამსხმელმა ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა ის პოლიციამ დააკავა. მომხდარის მოტივი უცნობია.

დღის ამბები