ყოფილი სამხედრო მოსამსახურე დავით ბაიდარაშვილი მის წინააღმდეგ დისკრიმინაციულ კამპანიაზე საუბრობს.
ბაიდარაშვილის განცხადებით, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავიდა სიუჟეტი, სადაც მას რუსეთი აგენტურასთან კავშირში დასდეს ბრალი. ყოფილი სამხედრო სახალხო დამცველს და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართავს.
"ვერავინ ვერ მიხვდება იმ ზიანს, როგორი ზიანიც მომადგა. სახალხო დამცველმა მითხრა მიმართე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასო. ალბათ დიდი თანამდებობის პირი ან ყოფილი პრეზიდენტი უნდა იყო, რომ ქალბატონი ნინო ამით დაინტერესდეს," - განაცხადა დავით ბაიდარაშვილმა.