27 აპრილი 2024,   15:52
ვრცლად
370 000 ევრო ნაჯახით მოჭრილი ხელის სანაცვლოდ - სასტიკი ოჯახური ძალადობა რუსეთში

რუსეთმა ქალს, რომელსაც ქმარმა ორივე ხელი მოაჭრა, კომპენსაციის სახით 370 000 ევრო უნდა გადაუხადოს. ეს ვალდებულება ქვეყანას ევროპულმა სასამართლომ დააკისრა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა ვერ მოახერხა გამკლავებოდა ოჯახში მომხდარ ძალადობას და დააკისრა მას, ძალადობის მსხვერპლ 4 ქალს კომპენსაცია გადაუხადოს. 

ერთ-ერთი მსხვერპლი ამ ოთხი ქალიდან არის მარგარიტა გრაჩევა, რომელიც 2017 წელს ქმარმა ტყეში გაიტაცა და ნაჯახით ორივე ხელი მოაჭრა. როგორც ირკვევა, ქალს ტრაგიკულ შემთხვევამდეც არაერთხელ ჰქონდა გაცხადებული ქმრის მხრიდან ძალადობის შესახებ, თუმცა სამართალდამცველებმა მისი ყველა საჩივარი რეაგირების გარეშე დატოვეს. 

ბოლო სასტიკი ძალადობის შემდეგ კი მის უკვე ყოფილ ქმარს, სერგეი გრაჩევს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა. 

თუმცა ამ განაჩენის მიუხედავად, ევროპული სასამართლოს განცხადებით, რუსეთში მსგავსი ოჯახური ძალადობის შემთხვევები ქალებთან მიმართებაში გამაოგნებელ მასშტაბებს აღწევს. 

"ჩვენ გავიმარჯვეთ" - დაწერა Facebook-ში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების ერთ-ერთმა ადვოკატმა მარია დავთიანმა. მისივე განცხადებით, ამ ქალებმა უმძიმესი ტრავმები სახელმწიფოს მხრიდან ოჯახური ძალადობის მიმართ უმოქმედობის გამო მიიღეს.  

აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ერთხელ უკვე თქვა უარი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ კომპენსაციის გადახდაზე. 

წყარო: BBC

 

დღის ამბები