05 მაისი 2024,   22:35
ვრცლად
მსოფლიოში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა 5 მილიონს აჭარბებს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 272 მილიონს აღემატება, გარდაცვლილთა მაჩვენებლი კი 5 მილიონს აჭარბებს.

ვირუსის სწრაფად გავრცელების ფონზე სახელმწიფოები რეგულაციებს ამკაცრებენ. იტალია ევროპიდან დაბრუნებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც აცრილები არ არიან, კარანტინს აწესებს. ქვეყნის მასშტაბით, 5-დან 11 წლამდე ბავშვებს აცრის შესაძლებლობა ეძლევათ.

კანადის ხელისუფლება კი საზოგადოებას მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს. რაც შეეხება პოლონეთს კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლის ფონზე რეგულაციებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ამკაცრებს. კაფეები, ბარები და რესტორნები შეზღუდული რაოდენობის სტუმრებს უმასპინძლებენ. ამასთან, მოქალაქეები ვალდებული არიან, კოვიდ პასპორტები წარადგინონ.

დღის ამბები