02 მაისი 2024,   18:27
ვრცლად
ვინ არის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი - რუსული "ეფ ეს ბეს" სპეციალური ქვედანაყოფის ყოფილ წევრს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს მოქალაქისა და ჩეჩნეთის ომის ორგზის ვეტერანის მკვლელი გისოსებს მიღმა უვადოდ გამწესდა. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის განაჩენის გამო, კრემლი სამაგიეროს გადახდით იმუქრება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ბრალდებას, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში "ეფ ეს ბეს" ხელი ურევია. მოსკოვის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბერლინს ეჭვი არ უნდა შეეპაროს იმაში, რომ რუსეთი ამ ნაბიჯს შესაბამისი ზომებით უპასუხებს.

მას შემდეგ, რაც ბერლინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ვადიმ კრასიკოვს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ორი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში კრასიკოვი ნათესავმა ამხილა.

ამავე თემაზე
დღის ამბები