01 მაისი 2024,   03:43
ვრცლად
548 ხმით 69-ის წინააღმდეგ - ევროპარლამენტარები რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვენ  

ევროპარლამენტარები რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვენ. უკრაინის შესახებ რეზოლუცია ევროპარლამენტმა 548 ხმით 69-ის წინააღმდეგ მიიღო. ევროპარლამენტი გმობს უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების ზრდას; კრემლისგან სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანას და მუქარის შეწყვეტას მოითხოვს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი NATO-სთან კოორდინაციით, რუსეთისთვის მძიმე ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებზე იქამდე უნდა შეთანხმდეს, სანამ რუსეთი უკრაინაში ისევ შეიჭრება. სანქციებს შორის საუბარია რუსეთის საბანკო სისტემა SWIFT-იდან გათიშვაზე და შეზღუდვების ვლადიმერ პუტინის გარემოცვასა და სამხედროებისთვის დაწესებაზე.

დღის ამბები