სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები უკვე ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის ახალი "ომიკრონ" შტამი უკვე საქართველოშია. ლუგარი 10 საეჭვო შემთხვევას იკვლევს. დადასტურებით ცნობილია, რომ ნიმუშები არ არის "დელტა" შტამი.
ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, "ომიკრონის დადასტურების შემთხვევაში იმ ღონისძიებებს მიმართავენ რომელიც უკვე აპრობირებულია ევროპის ქვეყნებში ახალი შტამის წინაღმდეგ.
"ჩვენ ჯერ ველოდებით ლუგარის პასუხს, მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ მტკიცებულებაზე დაყრდნობით - არის თუ არა "ომიკრონი" ქვეყანაში. გამომდინარე აქედან მივმართავთ იმ ღონისძიებებს, რომლის პრაქტიკაც უკვე აქვს იმ ქვეყნების სადაც "ომიკრონი" დადასტურდა. კლინიკურ სექტორს რაც შეეხება, ისინი არიან, რა თქმა უნდა, მომზადებულები. გამოვიარეთ საკმაოდ რთული პერიოდი, თუმცა დღეისათვის შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის თითქმის ავტომატურ რეჟიმზე. ვინაიდან ყველა ის რგოლი, რომელიც უნდა ზრუნავდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მუშაობს ეფექტურად,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.