09 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
ყარაბაღში აზერბაიჯანელ და სომეხ სამხედროებს შორის შეირარაღებული დაპირისპირება მოხდა

სროლისა ხმა ისმოდა გვიან ღამით მთიან ყარაბაღში. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სომეხმა სამხედროებმა ცეცხლის შეეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს და სხვადასხვა მიმართულებით ცეცხლი 87-ჯერ გახსნეს.

უწყების ცნობით, ისროდნენ მსხვილკალიბრიანი იარაღიდან და ყუმბარმტყორცნებიდან.

ბაქოში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და სომეხ ჯარისკაცებს უკან დაახევინეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

 

ფოტო არქივი

დღის ამბები