09 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ISIS-ის 400 მებრძოლი დაკავებულია

მასშტაბური სპეცოპერაცია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საუდის არაბეთში. ძალოვანებმა 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირსა და ტერაქტების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილები.

საუდის არაბეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჯიჰადისტები თავდასხმების მოწყობას ქვეყნის მასშტაბით პოლიციის შენობებსა და საგუშაგოებზე აპირებდნენ.

ოპერაცია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დაჯგუფებამ პასუხისმგებლობა აიღო ტერაქტზე, რომელსაც 20 ადამიანი ემსხვერპლა. 

დღის ამბები