09 ოქტომბერი 2024,   02:21
ვრცლად
არიზონას შტატის ქალაქის ქუჩები დატბორილია

წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან არიზონას შტატში, სადაც გადაუღებელი წვიმების შემდეგ რამდენიმე რეგიონი დაიტბორა.

სტიქიამ ფენიქსიც დააზარალა. დატბორილია ქალაქის ქუჩები, მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

წყლის ძლიერმა ნაკადმა ფენიქსთან დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალიდან მანქანები გაიტაცა.

სამაშველო სამსახურს მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმცია ამ დროისთვის არ გაუვრცელებია.

დღის ამბები