09 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
ტაჯიკეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ტაჯიკეთის აღმოსავლეთ რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მთიან ხეობაში ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც ნგრევა მოჰყვა. მთიდან წამოსულმა ღვარცოფმა მდინარე გუნდის შენაკადი ჩახერგა და ხელოვნური წყალსაცავი წარმოიქმნა - შედეგად რამდენიმე სოფელი მთლიანად დაიტბორა.

სტიქიის შედეგად დანგრეულია 60-მდე სახლი, სკოლა, მაღაზიები და სხვა ნაგებობები. რეგიონში აღარ არსებობს ცენტრთან დამაკავშირებელი მაგისტრალი. წინასწარი ცნობით მსხვერპლი არ არის. სტიქიის ზონიდან 10 ათასი ადამიანია ევაკუირებული.

სტიქიის მიზეზად ანომალურ სიცხეს ასახელებენ. მეტეოროლოგების განცხადებით, რეგიონში 39 გრადუსი სიცხე დაფიქსირდა, რამაც მყინვარების დნობა, მდინარეებში წყლის დონის მატება და წყალდიდობა გამოიწვია.

დღის ამბები