29 აგვისტო 2026,   02:18
ვრცლად
ეროვნულ გალერეაში ტატო ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენა მოეწყო

"ექსცენტრული მოგზაური" - ასე ჰქვია მხატვარ ტატო ახალკაციშვილის პერსონალურ გამოფენას. ღონისძიების გახსნას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

ექსპოზიციის ფარგლებში დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოიფინა ავტორის 70-მდე ნამუშევარი, მათ შორის ფერწერული ტილოები და გრაფიკული ნამუშევრები.

გამოფენა ეროვნული გალერეის მხარდაჭერით იმართება. ნამუშევრის ნახვა, დამთვალიერებელს 8 იანვრის ჩათვლით შეეძლება.

დღის ამბები