09 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
ლიბანში ჩეხი ტურისტები გაუჩინარდნენ

ლიბანის სპეცსამსახურები ჩეხ ტურისტებს ეძებენ, რომლებიც საკურორტო ზონაში გაუჩინარდნენ.

ჩეხეთის 5 მოქალაქე სირიის საზღვართან ბეკაას ველის დასალაშქრად ადგილობრივ გიდთან ერთად გავიდნენ, თუმცა უკვე ორი დღეა მათთან კონტაქტის დამყარება ვერ ხერხდება.

პოლიციამ ის ავტომობილი, რომლითაც ტურისტები მგზავრობდნენ ქალაქ კეფრა-იასთან აღმოაჩინა. ადგილობრივ მედია საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეხი ტურისტები შესაძლოა კრიმინალური ან რადიკალური დაჯგუფების წევრებმა გაიტაცეს.

ლიბანის შინაგან საქმეთა უწყება გატაცების ფაქტს ამ დროისთვის არ ადასტურებს. პრაღა საკუთარი მოქალაქეების მოსაძებნად ლიბანში სპეციალურ ჯგუფს აგზავნის.

დღის ამბები