09 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
ფრანსუა ოლანდი ევროზონის მთავრობის შექმნის ინიციატივით გამოდის

ფრანსუა ოლანდი ევროზონის მთავრობის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. საკუთარი პოზიცია საფრანგეთის პრეზიდენტმა ყოველკვირეულ ჟურნალში გამოაქვეყნა. საბერძნეთის კრიზისის ფონზე, ფრანსუა ოლანდი ფიქრობს, რომ აუცილებელია შეიქმნას ევროზონის წევრი ქვეყნების მთავრობა, რომელსაც საკუთარი ბიუჯეტი და პარლამენტი ეყოლება.

ოლანდის განცხადებით, ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაამყარებს ევროპელების რწმენას ევროპული პროექტისადმი, რომელიც საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისის ფონზე მნიშვნელოვნად შეირყა. მისივე თქმით, ევროზონის 19–მა ქვეყანამ ამ სავალუტო კავშირში გაერთიანება საკუტარი ინტერესების გათვლით გადაწყვიტა, ახლა კი ამ ინტერესების დასაცავად ახალი ნაბიჯებია საჭირო.

დღის ამბები