09 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
საბერძნეთში 3 კვირიანი პაუზის შემდეგ ბანკები იხსნება

ეკონომიკური კრიზისის ფონზე საბერძნეთში ბანკები იხსნება. 3 კვირიანი პაუზის შემდეგ ფინანსური დაწესებულებები მუშაობას ხვალიდან განაახლებენ.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამენტმა პრემიერ ციპრასისა და ევროზონის ლიდერების მიერ შეთანხმებილი რეფორმების პაკეტი დაამტკიცა, ევროზონამ კი გარდამავალი პერიოდისთვის ათენს 7 მილიარდი ევრო გამოუყო. დახმარების პროგრამის გამო, რომელიც გადასახადების გაზრდასთან ერთად საპენსიო რეფორმის გატარებასაც ითვალისწინებს, საბერძნეთის საზოგადოებაში კვლავ განხეთქილებაა, როგორც პოლიტიკურ წრეებში ისევე საზოგადოებაში.

პრემიერმა შეთანხმების მოწინააღმდე მინისტრები თანამდებობიდან მოხსნა. ბერძნების ნაწილმა კი პროტესტის გამოსახატად გაფიცვა დაიწყო. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში ხალხი აქციებსა და პიკეტებს მართავს.

დღის ამბები