22 ნოემბერი 2024,   17:08
ვრცლად
სააკაშვილი ვერ იქნება გათავისუფლებული მხოლოდ იმის გამო, რომ ფანატიკოსი ადამიანები იწყებენ შიმშილს - ნინო წილოსანი

ცინიკური დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლის მიმართ - ასე აფასებენ მმართველ გუნდში შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილებას. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განმარტებით, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა პარტიული კრიზისია. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ფანატიკოსების შიმშილს გავლენა არ ექნება კანონის აღსრულებაზე.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მასობრივი შიმშილობის გამოცხადება უკვე საბავშვო ბაღის თამაშს მსგავსება. 

"უხერხულია ალბათ, როდესაც რამდენიმე ასეული ადამიანს დაპატიჟება დაბადების დღეზე და შემდგომ მოუწოდებს მათ შიმშილობისკენ. მით უმეტეს ისეთ ოფისში, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, გაუგებარია რა საჭიროა ოფისის წინ ამ სიცივეში კარვების გაშლა მაშინ, როდესაც მათ შეუძლიათ თავად ოფისში იშიმშილონ. ეს უკვე ემსგავსება საბავშვო ბაღის ზღაპრებს და სხვა არაფერს. მე ვუსურვებ მათ, რომ დაანებონ ამ ცინიკურ დამოკიდებულებას თავი და თბილ გარემოში შეხვდნენ ახალ წელს,“- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი კი ამბობს, რომ არასდროს არ ჰქონია შიმშილობას გავლენა კანონზე. შესაბამისად, მხოლოდ იმის გამო, რომ ფანატიკოსი ადამიანები იწყებენ შიმშილს, ვერ მოხდება მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლება. 

"ნაციონალურ მოძრაობაში“ არის შიდა პარტიული კრიზისი და ისინი ვერ კონცენტრირდებიან და ერთიანდებიან იმ ყველაზე უღირსი მიზნის გარდა, რომელსაც ჰქვია მიხეილ სააკაშვილის - დამნაშავე ადამიანის ციხიდან დახსნა. ის ვერ იქნება გათავისუფლებული მხოლოდ იმის გამო, რომ ფანატიკოსი ადამიანები იწყებენ შიმშილს,“-აცხადებს ნინო წილოსანი.

დღის ამბები