დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს, სადაც ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტია.
2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდება მიხეილ სააკაშვილს - მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
ჯერჯერობით უცნობია დაესწრება თუ არა ამჯერად ექსპრეზიდენტი პროცესს. ადვოკატის განცხადებით გამოძიებას შესაბამისი მტკიცებულებები არ აქვს. უფლებადამცველი ამბობს რომ პროცესი პოლიტიზირებულია.
"დავაყენებთ რამდენიმე შუამდგომლობას, მათ შორის არის ისეთი შუამდგომლობა, რაც დაკავშირებულია კონკრეტულ მტკიცებულებებთან. ობიექტური სასამართლოს პირობებში ამ შუამდგომლობების დაკმაყოფილების მოლოდინი გვექნებოდა.
რაც შეეხება საქმის პერსპექტივას, ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოში არის პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება. დავალებები მიიღება სასამართლოს მიერ და შემდეგ მისი აღსრულება ხდება. ეს არის ერთ-ერთი პოლიტიკური საქმე. რომელზეც მტკიცებულებები არ არსებობს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ,"- აცხადებს ბექა ბასილაია.