16 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საახალწლო ღონისძიებები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება - პრემიერის გადაწვეტილება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით,  საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება, რომლებზეც დაცული იქნება კოვიდ-რეგულაციები.

"63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. 

საღამოს საათებში გაიმართება, როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტები. ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიევერკით. ყველა ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ-რეგულაციები," - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები