შედგება, თუ არა "ნაციონალური მოძრაობისა" და გიორგი გახარიას პარტიას შორის ალიანსი - ბათუმის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის საკრებულოები თავმჯდომარეების არჩევას დღეს ისევ შეეცდებიან.
წარმომადგენლობით ორგანოებში უმრავლესობა არცერთ პოლიტიკურ პარტიას აქვს, შესაბამისად, არჩევის პროცედურა ჭიანურდება. თუ ენმ და გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები თანამშრომლობას გადაწყვეტენ, ბათუმის ჩხოროწყუს და წალენჯიხის საკრებულოებს დიდი ალბათობით ოპოზიციონერი თავმჯდომარეები ეყოლებათ.