28 აგვისტო 2026,   06:52
ვრცლად
ჩოხატაურის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია - რა პრობლემები შექმნა უხვმა ნალექმა გურიაში

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია. მოძრაობა შეფერხებულია ორ სოფელში, სურებსა და ზოტში. სურების მიმართულებით გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაიწყო. ტექნიკა მალე გავა ზოტის მიმართულებითაც.

ამ ეტაპზე სოფელთან მისასვლელი გზები გაწმენდილია - ოზურგეთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში.

რეგიონის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეექმნა. "ენერგო პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ კომპანია ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე აქტიურად მუშაობს.

დღის ამბები