29 აგვისტო 2026,   09:59
ვრცლად
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, აპლიკაცია Happy Onlife 55-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნო

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, ევროკავშირის ქვეყნებში აღიარებული აპლიკაცია Happy Onlife 55-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნო. კომისიამ აპლიკაციის ადაპტირებული ვერსია შექმნა და ქართულ ენაზე თარგმნა. მოსწავლეებმა აპლიკაციით ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება ისწავლეს.

პროექტის მიზანია, ბავშვებმა თამაშით ისწავლონ ციფრული მედიის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენება, ონლაინ კონტენტის კრიტიკული შეფასება და ანალიზი. გადამზადებას წლის ბოლომდე 50-მდე სკოლის 1000-ამდე მოსწავლეს გაივლის.

დღის ამბები