09 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
აფეთქება და შეტაკებები ჩრდილოეთ ირლანდიაში

აფეთქება მოხდა ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ არმაში - ინციდენტი პოლიციასა და ნაციონალისტებს შორის ორ დღიანი შეტაკებების ფონზე მოხდა.

სამართალდამცველების აფეთქებას წინ უძღვოდა გამაფრთხილებელი სატელეფონო ზარი, ხოლო ტერაქტის სამიზნე პოლიციის ქვედანაყოფი იყო.

საბოლოოდ, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. პოლიციამ აფეთქების არეალიდან მოსახლეობის ევაკუაცია დროულად განახორციელა.

ჩრდილოეთ ირლანდიაში ვითარება მას მერე დაიძაბა, რაც პოლიციამ 2 დღის წინ ქალაქ ბელფასტში ნაციონალისტებს ყოველწლიური აღლუმის ჩატარების საშუალება არ მისცა.

 
დღის ამბები