09 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ირანის ბირთვულ პროგრამაზე რეზოლუციის მისაღებად დღეს გაეროს უშიშროების საბჭო იკრიბება

ირანის ბირთვულ პროგრამაზე რეზოლუციის მისაღებად დღეს გაეროს უშიშროების საბჭო იკრიბება.

რამდენიმე დღის წინ მიღწეული შეთანხმების პირობებით, ურანის გამდიდრების პროგრამის შეწყვეტის სანაცვლოდ, თეირანს სანქციები უნდა მოეხსნას.

პროგრესის მიუხედავად, ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კემერონი დასავლეთს, ირანთან მიმართებაში მაინც მტკიცე პოზიციის გამოჩენისკენ მოუწოდებს, რადგან ის სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის მხარდამჭერად მოიაზრება.

გერმანია კი თეირანს ისრაელთან ურთიერთობების დალაგებისკენ მოუწოდებს, რის შემდეგაც ირანთან ეკონომიკური კავშირების დამყარებას განიხილავს.

 

 

 
დღის ამბები