09 ოქტომბერი 2024,   02:22
ვრცლად
სამი ადამიანი ემსხვერპლა წყალდიდობას ოჰაიოს შტატში

სამი ადამიანი ემსხვერპლა წყალდიდობას შეერთებული შტატების ოჰაიოს შტატში. გარდაცვლილთაგან 2 მცირეწლოვანი ბავშვია. ისინი დედასთან ერთად იმ სახლში იმყოფებოდნენ, რომელიც წყალმა წაიღო.

შტატში ამ დრომდე მოქმედებს ხელისუფლების მეირ გავრცელებული გაფრთხილება სტიქიის თაობაზე. ქვეყნის დასავლეთში სტიქიას უკვე მეორე დღეა ებრძვიან. წყალდიდობა და შტორმი იყო არიზონაში, კოლორადოსა და იუტას შტატებშიც.

 
დღის ამბები