03 მაისი 2024,   07:48
ვრცლად
პოლიციამ თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 9 ადამიანი

პოლიციელებმა თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

დაკავებულია 9 ადამიანი - ამოღებულია "კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, "გლოკის" და "ბერეტას“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტები "ნაგანის“ სისტემის იარაღი და დიდი რაოდენობით საბრძოლო ვაზნები.

დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

დღის ამბები