წინასაახალწლო სამზადისი მარნეულში - სცენის მონტაჟი დილიდან მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში მოეწყო საშობაო ბაზრობები, გასართობი სივრცეები, განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
ღონისძიების ორგანიზატორის სალომე სუხიშვილის განცხადებით, მარნეულში 14:00 საათზე დაგეგმილია საბავშვო კონცერტი, რომელშიც როგორც ადგილობრივები, ასევე თბილისიდან ჩამოსული გამომსვლელები მიიღებენ მონაწილეობას. 17 საათზე კი დაიწყება ღონისძიება, სადაც "ქუჩის ბიჭები", ნინი ქარსელაძე და თიკა ჯამბურია მიიღებენ მონაწილეობას. 19 საათზე დღე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.