16 ნოემბერი 2024,   11:56
ვრცლად
მალთაყვას სანაპირო ზოლის ტენდერის საქმე - ფოთის მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს პატიმრობა მიესაჯათ

გახმაურებულ საქმეზე, რომელიც მაღალჩინოსნების დაკავებით დაიწყო და სასამართლოში 2 წლის განმავლობაში იხილებოდა, განაჩენი გამოცხადდა. ფოთის ყოფილ მერს ირაკლი კაკულიას 8 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ციხეში შედარებით ნაკლები დროის გატარება მოუწევთ სხვა მსჯავრდებულებს, მათ შორის მერის ყოფილ მოადგილეებს.

მსჯავრდებულების ინტერესების დამცველები განაჩენს არ ეთანხმებიან და მის გასაჩივრებას გეგმავენ.

საქმე დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვას, მითვისებას და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, შედეგად კი ინფრასტრუქტურული პროექტის - მალთაყვას რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერის ჩავარდნას ეხება. 

მალთაყვას რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში სულ 5 კომპანია მონაწილეობდა. გამარჯვება შპს "პირამიდა ფ.რ"-მ მოიპოვა. იმის მიუხედავად, რომ სხვებთან შედარებით ფოთის მერიისთვის დაბალი ფასი არ შეუთავაზებია.

კომპანია "პირამიდა ფ.რ" 2019 წელს ფიგურირებდა ოზურგეთის სარეაბილიტაციო პროექტშიც. თითქმის ანალოგიური საქმე მაშინ ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის გელა კობალაძის დაკავებით დასრულდა.

დღის ამბები