09 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
ISIS-ის ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ

დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოს ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

ორმა უცხოურმა დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ გამოძიება ჩაატარა და შეგროვებულ ფაქტებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ ერაყსა და სირიაში ისლამისტები ქურთი მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქლორისა და სხვა ნივთიერებების შემცველ ჭურვებს იყენებენ.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში 3 ასეთი შემთხვევა გამოვლინეს – 2 სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში, ერთი კი ერაყში. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ისლამური სახელმწიფო უკვე ახალი ტიპის ქიმიური იარაღის შექმნაზე მუშაობს.

დღის ამბები