20 ნოემბერი 2024,   11:18
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრების გამოქვეყნება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურებოდა - რატი ბრეგაძე 

საქალაქო სასამართლო იუსტიციის სამინისტროს სარჩელის განხილვას განაგრძობს - საუბარია 500 ლარიან ჯარიმაზე, რომელიც უწყებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის გამოუწერა.

სარჩელს თავად იუსტიციის მინისტრიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი პოზიცია სამართლებრივად დასაბუთებულია. რატი ბრეგაძე ვიდეოკადრების გამოქვეყნების არგუმენტად - მრავალგზის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას ასახელებს.

"გვაქვს ძალიან მყარი სამართლებრივი პოზიცია ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა პენიტენციური სამსახურის მიერ მაშინ და ასევე კადრების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით იყო აბსოლუტურად კანონიერი, ემსახურებოდა მრავალგზის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას და იმის გამორიცხვას, რომ საზოგადოება ყოფილიყო შეცდომაში შეყვანილი, რაც ეხებოდა კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის," - ამბობს რატი ბრეგაძე.

დღის ამბები