ამ წუთებში რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერები და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იკრიბებიან იკრიბებიან. ისინი გვიან ღამით სააკაშვილის გორის ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაყვანას აპროტესტებენ.
ადგილზე უკვე მივიდნენ ექსპრეზიდენტის უფლებადამცველები, რომლებიც მსჯავრდებულის მონახულებას სავარაუდოდ რამდენიმე წუთში შეძლებენ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გვიან ღამით გადაიყვანეს.რუსთავის საპატიმროს ეზოში სპეც დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული.