2022 წლის პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების თბილისის სერვისცენტრი არ იმუშავებს. ინფორმაციას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაცნობებთ, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან 10 იანვრამდე, უქმე დღეების გამოცხადებასთან დაკავშირებით, ერთიანი მომსახურების თბილისის სერვისცენტრი არ იმუშავებს.
რაც შეეხება საჯარიმო სადგომიდან ავტომობილის გაყვანის ნებართვის სერვისს, აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება უწყვეტ რეჟიმში, "112"-ის საჯარიმო სადგომზე, თბილისში (მისამართი: დიღომი, ბობ უოლშის ქუჩა, ყოფილი დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორია)" - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.