ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში საკეისრო კვეთის დროს 19 წლის ორსული გარდაიცვალა. რა გახდა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, არსებული ინფორმაციით, პაციენტს საკეისრო კვეთის დროს გული გაუჩერდა.
მომხდართან დაკავშირებით ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. კლინიკის ადმინისტრაცია გამოძიების შედეგებს ელოდება.
შემთხვევა წუხელ მოხდა. პაციენტი კლინიკაში, რამდენიმე დღის, წინ ზუგდიდიდან გადაიყვანეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.