ბავშვთა შრომით ექსპლუატაციაში ბრალდებული მოსამართლემ გაამართლა. ბიძა, გამოძიების მიხედვით, არასრულწლოვნებს მოწყალების თხოვნას და ქუჩაში ვაჭრობას აიძულებდა. საქმეში არსებული მძიმე მტკიცებულებების მიუხედავად, ბრალდებული გისოსებს მიღმა მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით გამწესდა.
ვინ აგებს პასუხს ბავშვების ექსპლუატაციისთვის? ტრეფიკინგის საქმეში შესაძლოა დედის პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს. "კურიერთან" ინტერვიუში მშობელი არ მალავს, რომ შვილებს ხელსახოცების გასაყიდად დღესაც უშვებს.
მოსამართლეს ბუნდოვანი გადაწყვეტილების დასაბუთება მხარეებისთვის ჯერ არ გადაუცია, თუმცა ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადებში განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს. მანამდე კი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, პასუხგაუცემელი დარჩა მთავარი კითხვა - ვინ აიძულებს ბავშვებს მოწყალების ქუჩაში თხოვნას და ვინ არის დამნაშავე მათ ტრეფიკინგში.
ავტორი: სანდრო კაჭახიძე