დღეს, თბილისის დროით 00:04 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი წალკიდან სამხრეთ-დასავლეთი - 16კმ-ში, სოფელ მამიშლართან მდებარეობდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით მიწისძვრა 4.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო.