28 აგვისტო 2026,   02:51
ვრცლად
სადღესასწაულო სამზადისი რეგიონებში - რა ღონისძიებებით შეხვდება ახალ წელს ბათუმი, ქუთაისი და კახეთი 

რეგიონებში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს - ბათუმის მთავარ ნაძვის ხესთან მთელი დღის განმავლობაში გასართობი შოუ პროგრამები გაიმართება. ევროპის მოედანზე მოზარდებისთვის სპეციალური სივრცე იქნება მოწყობილი, კონცერტს ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფები და სოლო შემსრულებლები გამართავენ. გვიან ღამით კი მთავარ ღონისძიებაზე სოლო მომღერლებთან ერთად მაყურებლის წინაშე ბათუმის - "ჯაზ ბიგ ბენდი" წარსდგება.

საახალწლო ღონისძიებები დილიდან განახლდება ქუთაისშიც. სადაც გასართობი სივრცეები
და ატრაქციონები უკვე მოწყობილია. როგორც ქუთაისის მერი ამბობს, პროგრამა ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი. დღე გალა-კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება.

2022 წლის დადგომას სადღესასწაულო განწყობით ხვდებიან კახეთშიც. მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული აქტივობები. თელავში მთავარ მოედანზე, ნაძვის ხესთან საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. საღამოს კი კონცერტი დაასრულებს.

დღის ამბები