13 აგვისტო 2022,   16:08
ვრცლად
საბერძნეთში ქართველი "კანონიერი ქურდი" მოკლეს - რა ვიცით შოთიკო თევდორაძის შესახებ?

საბერძნეთში ქართველი "კანონიერი ქურდი", 41 წლის შოთა თევდორაძე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მას კრიმინალურ წრეებში "შოთიკოს" სახელით იცნობდნენ. 

თავდამსხმელმა თევდორაძეს ცეცხლი 5 წლის ბავშვის თვალწინ გაუხსნა. 

შოთა თევდორაძე "კანონიერ ქურდად" 2000 წელს, გეგუთის კოლონიაში, 19 წლის ასაკში "მონათლეს“.

მას კრიმინალური სტატუსი გავლენიანმა "კანონიერმა ქურდმა" გაიოზ ზვიადაძემ მიანიჭა, რომელიც გასულ წელს, თურქეთში ჩაცხრილეს. საბერძნეთის პოლიცია არკვევს მკვლელობასთან დაკავშირებული პირების ვინაობას და დანაშაულის მოტივს.

დღის ამბები