რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზებზე შეზღუდვები დაწესდა. ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და ცუდი ხილვადობის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე სრულად, ზოგან კი ნაწილობრივ აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გვიან ღამით მოსული თოვლის გამო ადიგენიდან მაღალმთიან სოფლებთან დამაკავშირებელი გზები ჩაიკეტა.
გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ხორციელდებოდა.